რატომ ჰგონიათ, რომ ქართველ ხალხს ტრამპის მიმართ ამათი დამოკიდებულება არ ახსოვს? - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ოპოზიციის შესახებ განაცხადა
ზარქუას თქმით, ტრამპზე თავდასხმის შემდეგთინა ბოკუჩავა ამერიკაში გაგზავნეს და კონგრესის სხდომაზე დასვეს.
„გახსოვთ, გვარამია თავისი ეთერებიდან რას გაჰკიოდა? ტრამპის მოსვლა იყო პუტინის ხაზის გაგრძელება, დამღუპველიო, ტრამპმა წააგო და დამარცხდაო. ბოკუჩავა რას ამბობდა? ბაიდენის გამარჯვება არის მესიჯი, რომ ტრამპის მიერ გზას აცდენილი ამერიკა სწორ რელსებს დაუბრუნდებაო. სამადაშვილი რას ამბობს, ამას აზრი არ აქვს, რადგან ხაზარაძეს სამარცხვინოს ეძახდა და დღეს მასთან არის გაერთიანებული. ამათი სახეცვლილება ნახეთ? ტრამპზე თავდასხმის შემდეგ „ბოკუ“ ამერიკაში აფრინეს, 700 დოლარით ბილეთი უყიდეს და კონგრესის სხდომაზე წამოასკუპეს, დერეფანში გაასეირნეს. არ გახსოვთ, სააკაშვილი კიბის ქვეშ რომ ელოდებოდა ხოლმე ლიდერებს, კამერებით რომ გადაეღოთ? პრეზიდენტობას რომ მორჩა, ამერიკამ ვიზა არ მისცა, ახლოს არ გაიკარეს. რატომ ჰგონიათ, რომ ქართველ ხალხს ტრამპის მიმართ ამათი დამოკიდებულება არ ახსოვს? უპრინციპოები და უნამუსოები არიან, შევახსენებთ, არ გავუტარებთ“, - თქვა ზარქუამ.