არჩევნებამდე 107 დღე გვაქვს. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ და ერთად გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა კამალა ჰარისმა, საარჩევნო კამპანიის დატოვების შესახებ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მიმართვისას განაცხადა.
„ამერიკელი ხალხის სახელით მადლობას ვუხდი ჯო ბაიდენს მისი არაჩვეულებრივი ლიდერობისთვის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობაზე და ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის.
მისი შესანიშნავი მემკვიდრეობა და მიღწევები შეუდარებელია ამერიკის თანამედროვე ისტორიაში და აღემატება ბევრი პრეზიდენტის მიღწევებს, რომლებიც თავიანთ პოსტს ორი ვადით იკავებდნენ.
ჩემთვის პატივია ვიმსახურო მისი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე და უაღრესად მადლობელი ვარ პრეზიდენტის, დოქტორ ჯილ ბაიდენისა და მთელი მათი ოჯახის მიმართ. მე პირველად შევხვდი პრეზიდენტ ბაიდენს მისი შვილის, ბოს მეშვეობით.
ჩვენ ვმეგობრები ვართ მას შემდეგ, რაც ერთად ვმუშაობდით გენერალურ პროკურორად ჩვენს შტატებში. როცა ერთად ვმუშაობდით, ბო მამის შესახებ ისტორიებს მიყვებოდა.
როგორი მამა და როგორ ადამიანი იყო ის. და ის თვისებები, რომლებსაც ბო ხედავდა მამამისში, არის იგივე თვისებები, იგივე ღირებულებები, რასაც მე ყოველდღე ვხედავდი ჯო ბაიდენის პრეზიდენტობისას: მისი პატიოსნება და სამართლიამობა. მისი დიდი გული და თავდადება მისი რწმენისა და მისი ოჯახის მიმართ. მისი სიყვარული ჩვენი ქვეყნისა და ამერიკელი ხალხის მიმართ.
ამ თავდაუზოგავი და პატრიოტული აქტით პრეზიდენტმა ბაიდენმა გააკეთა ის, რასაც ის აკეთებდა მთელი ცხოვრების განმავლობაში: პირველ ადგილზე დააყენა ამერიკელი ხალხი და ჩვენი ქვეყანა.
ჩემთვის დიდი პატივია მივიღო პრეზიდენტის მხარდაჭერა და მე მოწოდებული ვარ მოვიპოვო და გავიმარჯვო ამ ნომინაციაში. გასული წლის განმავლობაში, მე ვიმოგზაურე ქვეყანაში და ვესაუბრე ამერიკელებს მომავალ საბედისწერო არჩევნებზე.
და ეს არის ის, რასაც გავაგრძელებ უახლოეს დღეებში და კვირებში. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავაერთიანო დემოკრატიული პარტია და ჩვენი ხალხი, რათა დავამარცხო დონალდ ტრამპი და მისი ექსტრემისტული დღის წესრიგი პროექტი 2025.
არჩევნებამდე 107 დღე გვაქვს. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ და ერთად გავიმარჯვებთ," - განაცხადა კამალა ჰარისმა.
შეგახსენებთ, ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა. ამის შესახებ ბაიდენმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში განაცხადა.
ბაიდენის განცხადებით, ის აღარ გააგრძელებს ბრძოლას მეორე საპრეზიდენტო ვადით გამარჯვებისთვის.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება "ქვეყნისა და პარტიის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მიიღო".
ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატად ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისის დასახელებას უჭერს მხარს და დემოკრატებსაც იგივესკენ მოუწოდებს.