ევრო 2024-ზე გამარჯვების სკანდალური აღნიშვნის გამო უეფამ შესაძლოა ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებს ალვარო მორატასა და როდრის დისკვალიფიკაცია მიუსაჯოს.
მედიის ცნობით, გამოძიება დაიწყება იმ სიმღერის გამო, რომელიც ფეხბურთელებმა იმღერეს. სიმღერის ტექსტში ნახსენები იყო სიტყვები - „გიბრალტარი ესპანეთია“.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად მანჩესტერ სიტის ნახევარმცველი როდრი აღიარეს.
ადრე არგენტინელი ფეხბურთელებიც გაეხვნენ სკანდალში 2024 წლის კოპა ამერიკის მოგების შემდეგ. სიმღერაში, რომელსაც ენცო ფერნანდესი და რამდენიმე სხვა ფეხბურთელი მღეროდა, ნათქვამია, რომ ფრანგი ფეხბურთელები წარმოადგენენ საფრანგეთს, მაგრამ ისინი აფრიკის ქვეყნებიდან არიან. ასევე ტექსტში კილიან მბაპეს გეი უწოდეს.
ფერნანდესის თანაკლუბელმა „ჩელსიდან“ უესლი ფოფანამ ის საჯაროდ გააკრიტიკა და Instagram-ზე გამოწერა გააუქმა.
იგივე გააკეთეს ლონდონის კლუბის სხვა ფრანგმა ფეხბურთელებმა.
ინციდენტის შემდეგ „ჩელსიმ» შიდა დისციპლინური გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა.