"ლელოს" ლდიერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, "ქართულმა ოცნების" მიერ ინიცირებული კანონპროექტი ამნისტიის შესახებ, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, საარჩევნო მიზნებს უკავშირდება და ჰუმანურობასთან საერთო არაფერი აქვს.
მისი თქმით, მსგავსი ამნისტიის გამოცხადება შესაძლებელი იყო გაცილებით უფრო ადრე და არა არჩევნების წინ.
"ქართული ოცნების" მიერ ამნისტიის მიღება უკავშირდება არა ჰუმანურობას, არამედ საარჩევნო მიზნებს. ეს დაამთხვიეს პირდაპირ საარჩევნო პერიოდს, ამნისტიის განხორციელება შესაძლებელი იყო გაცილებით უფრო ადრე. ზოგადად, ცხადია,რ ომ ჰუმანურ აქტებს მხარს ვუჭერთ, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ის არ უდნა გავრცელდეს გნსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებზე, ასევე ნარკომოვაჭრეებზე, რომელიც ჩვენს ახალგაზრდებს წამლავენ", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.