პარტია “საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ არასერიოზული უწოდა მოსაზრებას მისი ქართულ ოცნებაში დაბრუნებაზე. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პარტია "საქართველოსთვის" საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.
გახარიას თქმით, „ქართული ოცნებიდან“ მათთან ბევრი გადავა
"პირველი პოლიტიკური ძალა ვიყავით, რომელმაც ოფიციალურად განაცხადა, რომ ჩვენ 2024 წლის საარჩევნო კამპანიას და არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებდით დამოუკიდებლად და არაფერი არ შეცვლილა ამასთან მიმართებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ, ბევრს ვმუშაობთ, მაგრამ როდესაც საუბარია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, პარტია "საქართველოსთვის" მონაწილეობს დამოუკიდებლად...ქართული ოცნებიდან ბევრი გადმოვა ჩვენთან, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ და ღირსეული ხალხი, რომელიც ჯერ კიდევ იქ არის დარჩენილი, მათთვის ჩვენი კარი ღიაა", - განაცხადა გახარიამ.