ვნახეთ, რომ დერეფნებში დარბოდა და ცდილობდა, რომ დერეფანში ვიღაცასთან გადაეღო სურათი, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კოვახიძის ბრიტანეთში ვიზიტტთან დაკავშირებით განაცხადა.
სამადაშვილის თქმით, ირაკლი კობახიძე პარტნიორებმა მხოლოდ და მხოლოდ ფორმალური მიზნით მიიწვიეს, რეალურად კი ივანიშვილის ხელისუფლება იზოლაციაშია.
არავინ აღარ აპირებს, რომ რუსულ ხელისუფლებასთან გააგრძელოს ურთიერთობები, კობახიძე მხოლოდ ფორმალურად იქნა მიწვეული ამ სამიტზე იმიტომ, რომ ეკუთვნის საქართველოს ფორმალურ ხელისუფალს, რომ იქ იყოს წარმოდგენილი, მაგრამ ვნახეთ, რომ დერეფნებში დარბოდა და ცდილობდა, რომ დერეფანში ვიღაცასთან გადაეღო სურათი, რომ მოატყუოს რუსულმა პროპაგანდისტულმა არხებმა, რომლებიც ქართულ ენაზე მაუწყებლობს დღეს, რომ თითქოს ვიღაც მას ხვდება. რეალობა ის არის, რომ სრულ იზოლაციაშია ბიძინა ივანიშვილის ხელისფლება დასავლეთისგან,“ - ამბობს სალომე სამადაშვილი.
ირაკლი კობახიძეm ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში გაიმართა.