მე მამუკა ხაზარაძესთან არანაირი კითხვები არ მაქვს - სიმართლე რომ გითხრათ, არც მქონია, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
„მე მამუკა ხაზარაძესთან არანაირი კითხვები არ მაქვს - სიმართლე რომ გითხრათ, არც მქონია. ჩვენ ლელოსთან მიმართებით ჩვენი გეგმით ძალიან კარგად მივდივართ და უაღრესად კმაყოფილი ვარ იმით, ის ახლა რა კონდიციაშიც არის და რაც ხდება. იმედი მაქვს, როგორც რამდენიმეჯერ, კიდევ ერთხელ ამას ყველაფერს არ გააფუჭებენ. კითხვები არ მქონია და არც მაქვს. მამუკას ჰქონდეს კითხვები, მე რა ვუყო? შეიძლება, მას ჩემთან კითხვები ადრეც ჰქონდა და როგორღაც ითმენდა - კიდევ რამდენიმე წელი მოითმენს, არანაირი პრობლემა არაა [...] ჩვენი პარტიისთვის წითელი ხაზი ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობაა“, - განაცხადა გახარიამ.
. ხაზარაძემ თქვა, რომ გახარიამ 4 კითხვას უნდა უპასუხოს და ამის შემდეგ მზად იქნება, მას დაელაპარაკოს.
„არის ოთხი მნიშვნელოვანი კითხვა, რომელსაც ბატონმა გახარიამ უნდა უპასუხოს, ამის შემდეგ მზად ვარ, დაველაპარაკო ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის, გიორგი გახარიას და არა ისე, როგორც კულუარულად მიდის საუბარი რაღაც კონსულტაციებზე. ამ ოთხი კითხვიდან მთავარი კითხვა არის, გაუკეთებს თუ არა გახარია „ქართულ ოცნებას“ კოალიციას. ჩვენ ამაზე პასუხი არ გვაქვს. მეორე კითხვა ეხება ანაკლიას, მესამე წერილს და მეოთხე – 20 ივნისს“, - განაცხადა ხაზარაძემ.