გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ფასები ისევ გაიზარდა, – განახლებული შეფასებები transfermarkt-მა გამოაქვეყნა.
ევროპის ჩემპიონატამდე საქართველოს ნაკრების და „ვალენსიის“ მეკარის პირობითი სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონი იყო და ამ მაჩვენებლით 23 წლის მამარდაშვილი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეებს შორის იყო.
შესანიშნავად ჩატარებული ევრო 2024-ის შემდეგ გიორგი ტურნრის სიმბოლურ ნაკრებში საერთაშორისო ანალიტიკურმა პორტალმა, Whoscored-მა და ტელეკომპანია ESPN-მა დაასახელეს, ხოლო Transfermarkt-მა მისი შეფასება 45 მილიონ ევრომდე გაზარდა, რითიც პორტუგალიელ დიოგო კოშტასთან ერთად მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა.