„ნაცმოძრაობის“ და მათი ლიდერების დასჯა ვინმეს თუ უნდოდა, ხანდაზმულობის ვადის გასვლას რატომ ელოდებოდა. ომი გინდათ? ამ ნარატივის გაგრძელებაა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„ნაცმოძრაობის“ და მათი ლიდერების დასჯა თუ უნდოდა ვინმეს, ხანდაზმულობის ვადის გასვლას რატომ ელოდებოდა? ეს არის, „ომი გინდათ?“ ნარატივის გაგრძელება. „ნაცებს“ ბოლომდე მივხედავთო, 12 წელი ვერ მივხედეთო. მგონი, ეს ძალიან პრიმიტიული ნარატივია. „ქართული ოცნების“ ეს ხედვა დანარჩენებისგან არაფრით განსხვავდება, რომ ხალხი იდიოტია და რაც გინდა, ელაპარაკე. ხალხის მახვილგონიერების გვჯერა, მათ არ ვატყუებთ და ისეთ რამეს არ ვეუბნებით, რისიც არ გვჯერა. ხალხი იდიოტი არ არის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას „ნაციონალურ მოძრაობაზე" განაცხადა: „არჩევნების შემდეგ, მათ მოუწევთ პასუხისგება ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს, განსაკუთრებით, 2008 წელს დაკვეთის შესრულებისა და ქვეყნის ომში ჩართვის გამო“.