საზოგადოებისთვის არჩევანის გაკეთება ნათელია, რადგან „ქართული ოცნება“ ნიშნავს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას, კეთილდღეობას, ღირსებასა და ევროპისკენ სვლას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფები ის პოლიტიკური ძალები და რადიკალები არიან, რომლებიც საქართველოს რუსეთთან ისეთი ტიპის კონფრონტაციაში შესვლისკენ მოუწოდებდნენ, რაც ქვეყანაში 2008 წელზე უფრო მძიმე ვითარებას შექმნიდა.
„საზოგადოებისთვის არჩევანის გაკეთება ნათელია, რადგან „ქართული ოცნება“ ნიშნავს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას, კეთილდღეობას, ღირსებასა და ევროპისკენ სვლას. „ნაციონალური მოძრაობა“, მისი დანაყოფები, ის პოლიტიკური ძალები და რადიკალები არიან, რომლებიც თვალნათლივ მოუწოდებდნენ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში, სანქცირებული მებრძოლების გაგზავნასა და რუსეთთან ისეთი ტიპის კონფრონტაციაში შესვლაში, რაც 2008 წელზე კიდევ უფრო მძიმე ვითარებას შექმნიდა საქართველოში. გვინდა მშვიდობა, განვითარება, კეთილდღეობა, ღირსება და ამით ევროპაში შესვლა. თუ ისევ ტრაგედია გვინდა, რაც ვიღაც აქტორების მხრიდან იქნება ტაშდაკრული, ეს საქართველოს ათეული წლების განმავლობაში უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდებს, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.