საქართველოს პრეზიდენტი რობერა მეცოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევას ულოცავს.
"ვულოცავ პრეზიდენტ მეცოლას ხელახალ არჩევას. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ქართველი ხალხისა და მათი მტკიცე ევროპული არჩევანის მიმართ თქვენი თავდადებისა და ევროპარლამენტის ურყევი მხარდაჭერისათვის. ველი თქვენთან მომავალ თანამშრომლობას!"
შეგახსენებთ, რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. მან ხმათა უმრავლესობის მიღება შეძლო.
მეცოლას კანდიდატურას მხარი დაუჭირა 562-მა დელეგატმა, კენჭისყრაში მონაწილეობა კი სულ 623-მა დეპუტატმა მიიღო. რობერტა მეცოლა ევროპარლამენტს 2.5 წლის ვადით უხელმძღვანელებს.