რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. მან ხმათა უმრავლესობის მიღება შეძლო.
მეცოლას კანდიდატურას მხარი დაუჭირა 562-მა დელეგატმა, კენჭისყრაში მონაწილეობა კი სულ 623-მა დეპუტატმა მიიღო. რობერტა მეცოლა ევროპარლამენტს 2.5 წლის ვადით უხელმძღვანელებს.
ევროპარლამენტის პრეზიდენტობისთვის სულ ორი კანდიდატი იბრძოდა, რობერტა მეცოლა და ესპანელი – ირენ მონტერო.
მეცოლა არის ევროპის სახალხო პარტიის წევრი, რომელიც მხარს უჭერს ევროკომისიის ხელმძღვანელის ურსულა ფონ დერ ლაიენის პოლიტიკას და მის ხელახლა არჩევას მეორე ხუთწლიანი ვადით. მეცოლა ასევე აქტიურად უჭერს მხარს ევროკავშირის სამხედრო მხარდაჭერას კიევისთვის.
რობერტა მეცოლა ამ თანამდებობაზე პირველად 2022 წლის დასაწყისში აირჩიეს.