საქართველოში გააქტიურდნენ რადიკალური ჯგუფები, რომლებიც პროტესტის ფორმად აგრესიას, ფსიქოლოგიურ ტერორს და შეურახყოფას მიიჩნევენ, ეს არის გლობალური სურათი, რაც აშშ-ის შემთხვევაში უმძიმესი ფორმით გამოიხატა,- ამის შესახებ ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
„დონალდ ტრამპზე მომხდარი თავდასხმა ადასტურებს, რომ ფაშისტურ და საკუთარ ოდეოლოგიას ბრმად მიმყოლი გარკვეული ჯგუფები საკმაოდ რადიკალიზდებიან. დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ ფიცოსთან დაკავშირებული იდენტური ფაქტი აჩვენებს, რამდენად კვებავს ადამიანებს იდეოლოგია, რასაც ავრცელებენ. ეს ფაშისტური აგრესიული კამპანიის და მოწოდებების შედეგია, რომელიც თითოეულ ქვეყანას, განსაკუთრებით კი დემოკრატიულ ქვეყნებს ძალიან მძიმედ აწვება“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, საქართველოში წინასაარჩევნო გარემო აუცილებლად უნდა იყოს დაზღვეული რადიკალური მოქმედებებისგან.
„ბოლო თვეების განმავლობაში ვხედავთ, როგორ გააქტიურდნენ ის რადიკალური ჯგუფები, რომლებიც პარლამენტში კანონის მიღების გაპროტესტების ფორმად წარმოუდგენელ აგრესიას, ფსიქოლოგიურ ტერორს და შეურახყოფას მიიჩნევენ, ეს არის გლობალური სურათი, რაც აშშ-ს შემთხვევაში უმძიმესი ფორმით გამოიხატა“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.