ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ყველაზე მეტი ბურთი საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა მოიგერია.
უეფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ქართველმა კარი 29-ჯერ გადაარჩინა.
მეორე ადგილზე ნიდერლანდების ნაკრების მეკარე ბარტ ვერბრუგენია 18 სეივით, ხოლო მესამე ადგილზე 17 მოგერიებით – ინგლისელი ჯორდან პიკფორდი.
შეგახსენებთ, ევრო 2024-ის „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, მან სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.