პენსილვანიის მკვიდრი თომას მეთიუ კრუკსი, რომელიც ეჭვმიტანილია აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში, რეგისტრირებული იყო რესპუბლიკელ ამომრჩეველად.
ამის შესახებ Associated Press (AP) პენსილვანიის საარჩევნო კომისიის ჩანაწერებზე დაყრდნობით იუწყება.
„ჩანაწერები აჩვენებს, რომ 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი რეგისტრირებული იყო როგორც რესპუბლიკელი ამომრჩეველი პენსილვანიაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამავდროულად, კამპანიის ფინანსური ანგარიშების მიხედვით, აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ფიცის დადების დღეს, კრუკსმა 15 დოლარი შესწირა დემოკრატიული პარტიის პოლიტიკური მოქმედების კომიტეტს.
თომას მეთიუ კრუკსი ცხოვრობდა პიტსბურგის გარეუბანში, ბეთელ პარკში. მან დაამთავრა ბეთელ პარკის საშუალო სკოლა 2022 წელს.
პენსილვანიის ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ესროლეს. ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე. კიდევ ორი მძიმე დაიჭრა.
აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ტრამპზე თავდახმაში მონაწილე პირი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. ის ლიკვიდირებულია. დაღუპულია მიტინიგის ერთი მონაწილე, ორი კი მძიმედ დაიჭრა.
სამართალდამცავები თავდასხმის მოტივის დადგენას ცდილობენ.