გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარამჭერ მიტინგზე სროლაში ეჭვმიტანილის ვინაობა დაადგინა. როგორც CNN-ის ჟურნალისტი ები ფილიპი იუწყება, მსროლელი პენსილვანიელი 20 წლის კაცია.
"ჯონ მილერი CNN-იდან იუწყება, რომ FBI-მ დაადგინა ეჭვმიტანილის ვინაობა. სახელი ჯერ არ სახელდება, მაგრამ მისი წყაროები ამბობენ, რომ ეჭვმიტანილი 20 წლის კაცია პენსილვანიიდან", - წერს ჟურნალისტი Х-ზე.
მანამდე პრესკონფერენციაზე FBI-ს სპეციალურმა აგენტმა კევინ როჟეკმა განაცხადა, რომ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) ამ ეტაპზე არ არის მზად პენსილვანიაში ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიტინგზე სროლაში ეჭვმიტანილის ვინაობის დასადგენად.
შეგახსენებთ, პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ცეცხლსასროლი იარაღი გაისროლეს, რის შემდეგაც ტრამპი სახის არეში დაიჭრა. ტრამპის სპიკერმა, სტივენ ჩეუნგმა განაცხადა, რომ ტრამპი თავს კარგად გრძნობს და ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გაიარა შემოწმება. ამასთან, პირი, რომელმაც ისროლა, ლიკვიდირებულია. დაღუპულია მიტინგზე მყოფი ერთი ადამიანი, კიდევ ერთი პირი კი მძიმე მდგომარეობაშია.