აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) ამ ეტაპზე არ არის მზად პენსილვანიაში ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიტინგზე სროლაში ეჭვმიტანილის ვინაობის დასადგენად. ამის შესახებ პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში გამართულ პრესკონფერენცაიზე FBI-ს სპეციალურმა აგენტმა კევინ როჟეკმა განაცხადა.
"ამ ეტაპზე ჩვენ არ ვართ მზად მსროლელის ვინაობის დასადგენად. როგორც კი ასი პროცენტით დავრწმუნდებით, ამ ინფორმაციას საზოგადოებას გავუზიარებთ", - განაცხადა როჟეკმა პრესკონფერენციაზე.
მან დონალდ ტრამპის მიტინგზე სროლას მკვლელობის მცდელობა უწოდა.
„დღეს საღამოს მოხდა ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობას. ეს ჯერ კიდევ აქტიური დანაშაულის ადგილია“, - თქვა კევინ როჟეკმა.
მისი თქმით, ხელისუფლება „ცხელ კვალზე მუსაოვს, რათა გამოავლინოს პიროვნების ვინაობა, ვინც ეს ჩაიდინა და მოტივი, რატომ გააკეთა ეს. მან სთხოვა საზოგადოებას მიეწოდოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება სამართალდამცველებს დაეხმაროს.
შეგახსენებთ, პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ცეცხლსასროლი იარაღი გაისროლეს, რის შემდეგაც ტრამპი სახის არეში დაიჭრა. ტრამპის სპიკერმა, სტივენ ჩეუნგმა განაცხადა, რომ ტრამპი თავს კარგად გრძნობს და ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გაიარა შემოწმება. ამასთან, პირი, რომელმაც ისროლა, ლიკვიდირებულია. დაღუპულია მიტინგზე მყოფი ერთი ადამიანი, კიდევ ერთი პირი კი მძიმე მდგომარეობაშია.