პუტინზე თავდასხმის მცდელობები იყო, მაგრამ წარუმატებელი, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, კირილო ბუდანოვმა NV-თან ინტერვიუში განაცხადა.
„იყო {პუტინის მოკვლის მცდელობები}, მაგრამ, როგორც ხედავთ, ჯერჯერობით წარუმატებელი“, - თქვა ბუდანოვმა.
ბუდანოვმა აღნიშნა, რომ პუტინი დიდი ხანია აღარ არის კომპრომისული ფიგურა თავისი გარემოცვისთვის.
ამასთან, ბუდანოვი დარწმუნებულია, რომ პუტინის გარდაცვალების შემდეგ, რუსებს იგივე განცდა ექნებათ, რაც ადრე სხვა დიქტატორის, იოსებ სტალინის გარდაცვალების დროს ჰქონდათ.
ბუდანოვის თქმით, მისი ბებიის ნაამბობიდან ახსოვს, რომ სტალინის გარდაცვალების შემდეგ ყველას ეგონა, რომ სამყარო დაიქცეოდა და ვერვინ შეძლებდა, ცხოვრების გაგრძელებას.
„პუტინი 20 წელზე მეტია ხელისუფლებაშია, ასე რომ, ეს იქნება ძალიან მსგავსი განცდა და ახლა რუსებს მისი დაკარგვის შიში აქვთ, რადგან ის არის მათი ცხოვრების სტაბილურობის გარანტი“, თქვა ბუდანოვმა.