მმართველი პარტიის ლიდერები ავრცელებენ დეზინფორმაციას ხანგრძლივი პარტნიორების შესახებ, აშშ-ის ჩათვლით და ეს ემსახურება მხოლოდ ჩვენი მტრების ინტერესებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, უზრა ზეიამ ვიზიტის დასასრულს, მედიას განუცხადა.
"მე აქ ვიმყოფები საკმაოდ რთულ დროს საქართველოს დემოკრატიული გზის თვალსაზრისით და 32 წლის განმავლობაში, საქართველო-ამერიკის პარტნიორობის . მე შევხვდი პრემიერმინისტრს, ორი დღის დისკუსიები მქონდა მანამდე პრეზიდენტთან, ცესკოს თავმჯდომარესთან, პარლამენტის წევრებთან, მასმედიასთან. ჩვენ გადავეცით მათ ამერიკის გზავნილები. პირველი - ძალზედ შეშფოთებულია აშშ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, დეზინფორმაციით, რომელსაც ზოგიერთი მმართველი პარტიიდან აჟღერებს, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ მიმართულებას და ასევე აზიანებს ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, საქართველოს მოსახლეობისთვის.
ასევე უცხოური ზეგავლენის კანონი, ორგანიზაციები, რომლებიც მხარს უჭერენ სკოლებს, სოფლის მეურნეობას, მასმედიას და შედეგად, აშშ-მა გაყინა საქართველოსთვის დახმარება და ასევე არ ხდება ინტეგრაცია ევროკავშირში.
მმართველი პარტიის ლიდერები ავრცელებენ დეზინფორმაციას ხანგრძლივი პარტნიორების შესახებ, აშშ-ის ჩათვლით და ეს ემსახურება მხოლოდ ჩვენი მტრების ინტერესებს“, - განაცხადა უზრა ზეიამ.