აშშ შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, დეზინფორმაციით, რომელსაც ზოგიერთი მმართველი პარტიიდან აჟღერებს, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ მიმართულებას , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, უზრა ზეიამ ვიზიტის დასასრულს, მედიას განუცხადა.
"მე აქ ვიმყოფები საკმაოდ რთულ დროს საქართველოს დემოკრატიული გზის თვალსაზრისით და 32 წლის განმავლობაში, საქართველო-ამერიკის პარტნიორობის . მე შევხვდი პრემიერმინისტრს, ორი დღის დისკუსიები მქონდა მანამდე პრეზიდენტთან, ცესკოს თავმჯდომარესთან, პარლამენტის წევრებთან, მასმედიასთან. ჩვენ გადავეცით მათ ამერიკის გზავნილები. პირველი - ძალზედ შეშფოთებულია აშშ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, დეზინფორმაციით, რომელსაც ზოგიერთი მმართველი პარტიიდან აჟღერებს, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ მიმართულებას და ასევე აზიანებს ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, საქართველოს მოსახლეობისთვის.
ასევე უცხოური ზეგავლენის კანონი, ორგანიზაციები, რომლებიც მხარს უჭერენ სკოლებს, სოფლის მეურნეობას, მასმედიას და შედეგად, აშშ-მა გაყინა საქართველოსთვის დახმარება და ასევე არ ხდება ინტეგრაცია ევროკავშირში.
მმართველი პარტიის ლიდერები ავრცელებენ დეზინფორმაციას ხანგრძლივი პარტნიორების შესახებ, აშშ-ის ჩათვლით და ეს ემსახურება მხოლოდ ჩვენი მტრების ინტერესებს.
ჩემი მეორე გზავნილი გახლავთ, რომ მტკიცე მხარდამჭერია აშშ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის. კარგად იცის საქართველომ. 16 წლის განმავლობაში უკანონოდ ახდენს ოკუპაციას რუსეთი საქართველოს 20%-ის. და 2008 წლის ექვსპუნქტიან ხელშეკრულებას არ ასრულებს და მე შევხვდი მამაც ქართველ ქალებს, რომლებიც დევნილებად იქცნენ ამ აგრესიის შედეგად. მოვისმინე მათი ისტორიები მედეგობისა და ტანჯვის...
შემდეგი გზავნილი გახლავთ, რომ 30 წლის განმავლობაში, ყველაზე დიდი მხარდამჭერი იყო აშშ საქართველოსი.
რაც შეეხება თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს, კანონის უზენაესობას, გამოხატვის თავისუფლებას- ნათლად მოგახსენებთ, რომ აშშ მხარს არ უჭერს ერთ პოლიტიკურ პარტიას მეორეს საპირწონედ. ჩვენ გვჭირდება დავინახოთ კონკურენტული პოლიტიკური პროცესი. საქართველოს მოსახლეობა, უნდა გადაწყვიტოს ამასთან დაკავშირებით და ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რომ მათ თავისი წარმომადგენლები აირჩიონ თავისუფალი პროცესის შედეგად, ყოველგვარი დაშინებისა და ძალადობის გარეშე, ყველა ფაქტ უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.
და ბოლო გახლავთ, შეუფერხებელი ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა გახლავთ უმნიშვნელოვანესი..." ამბობს ეზრა ზეია. [სინქრონული თარგმანი]