"ქართული ოცნების” ყოფილი წევრი ანი მიროტაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა უღალატა ქვეყანას, რომლის მომავალიც ევროკავშირშია.
მიროტაძის თქმით, ის აუცილებლად იქნება მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მონაწილე.
„ბიძინა ივანიშვილმა გვიღალატა ჩვენ და საზოგადოებას, ამიტომ მოღალატეს უნდა ჰქონდეს თავისი ადგილი, პატრიოტებს თავისი ადგილი და ამ ქვეყნის მოქალაქეებს და ზოგადად, ამ ქვეყანას, თავისი ადგილი. ამ ქვეყნის ადგილი არის დიდ ევროპულ ოჯახში, რომელიც არის ჩვენი ევროპული ოჯახი, საიდანაც გვშორებს ბიძინა ივანიშვილი. ასეთ შემთხვევაში არანაირი მორალური უფლება არ მაქვს, ამ პროცესებში არ ვიყო. არჩევნებამდე ჯერ კიდევ არის შესაძლებელი ახალი კონფიგურაციების გაკეთებაც, მოქმედი პოლიტიკური სუბიექტების მონაწილეობითაც ახალი კონსტრუქციების აგება და მშენებლობა. მე მქონდა გარკვეული კონსულტაციები და არ დავაკონკრეტებ არაფერს. ბუნებრივია, მე აუცილებლად ვიქნები ამ ბრძოლაში, - ტვ პირველის ცნობით, განაცხადა ანი მიროტაძემ.