ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსული გემის გამოჩენასთან დაკავშირებით, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიას განაცხადა, რომ ეს არის კრემლის გეგმა არა მხოლოდ ოკუპირებული აფხაზეთის ფლოტის გაფართოების კუთხით, არამედ მთლიანად საქართველოსთან დაკავშირებით.
„ის, რომ, მათ შორის არსებობს გარკვეული ტიპის ახალი ინფორმაცია, რომ უკრაინიდან გამორიდებული სამხედრო ფრეგატები არის ოჩამჩირის პორტში, ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ რუსეთის ინტერესია დაიცვას თავისი სამხედრო გემები უკრიანის მხრიდან განადგურებისგან და რა თქმა უნდა, გეგმები არის არა მხოლოდ გაფართოების კუთხით ოკუპირებული აფხაზეთის ფლოტის, არამდე, როდესაც აქვთ გეგმა მთლიანად საქართველოსთან დაკავშირებით, რასაც ვხედავთ, რომ "ქართული ოცნება" ხელს უწყობს", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო გემი Project 22870 გაჩერდა.