ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის მიერ საქართველოსთან ურთიერთობაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
გიგი წერეთელის თქმით, გერმანიის ელჩმა სახელმწიფოს პოზიცია გაახმოვანა და ის იმ მძიმე რეალობას ასახავს, რომელიც დღეს საქართველოსთვის დგას.
„ეს მოიცავს გერმანიის მხრიდან საქართველოსთან ათწლეულობით ნაშენები ურთიერთობების გადახედვას, პროგრამების შეჩერებას, ღონისძიებების გაუქმებასა და ზოგადად ძალიან მძიმე პერსპექტივას, რომელიც ჩვენ გველოდება.
ასეთი რთული ვითარება ზოგადად ევროპასთან და კონკრეტულად გერმანიასთანაც, სრულიად ჩვენი ხელისუფლების ქმედებების შედეგია. ამ ყველაფრით კი კიდევ ერთხელ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მხოლოდ ამ ხელისუფლების და მმართველობის მოდელის ცვლილებაა ერთადერთი გამოსავალი“ - თქვა გიგი წერეთელმა.