ნატო-ს სამიტის დროს, რომელიც 9-11 ივლისს ვაშინგტონში გაიმართება, ალიანსის ყველა წევრი ხელს მოაწერს ახალ თავდაცვის ინდუსტრიულ ვალდებულებას. ამის შეასხებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ამ ვალდებულების პირველი ელემენტი თავდაცვის ხარჯების გაზრდა იქნება.
ასევე, როგორც სტოლტენბერგმა განაცხადა, ნატო-ს წევრი ქვეყნები მიიღებენ გადაწყვეტილებებს პარტნიორებთან, კერძოდ უკრაინასთან მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ.
მან მოიყვანა რამდენიმე მაგალითი იმისა, თუ როგორ თანამშრომლობენ ნატო-ს წევრები თავდაცვის კონტრაქტების გაფორმებაში.
„F-35-ის გამანადგურებლები იწარმოება შეერთებულ შტატებში, ასევე ბელგიაში, კანადაში, დანიაში, გერმანიაში, საბერძნეთში, იტალიაში, ფინეთში, ნიდერლანდებში, ნორვეგიაში და დიდ ბრიტანეთში.ეს არის ის, რასაც ჩვენ მოკავშირეები ერთად ვაკეთებთ.
Grippen-ის თვითმფრინავი - შვედური წარმოებისაა, მაგრამ თვითმფრინავს ასევე აქვს ამერიკული კომპონენტები. ჩვენ გვაქვს Storm Shadow-ის ან SCALP-ის რაკეტები, რომლებიც უკრაინაში უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ერთობლივი ძალისხმევით ვაძლიერებთ ფრაგულ-ბრიტანული კომპანიების, რითიც ვაჩვენებთ, თუ როგორ ვაკეთებთ ყველაფერს ერთად.
ნატო-ს მხარდაჭერისა და მიწოდების სააგენტომ დღეს ხელი მოაწერა ახალ მრავალეროვნულ კონტრაქტებს Stinger-ის რაკეტებზე, რომელთა ღირებულება თითქმის მილიონი დოლარია. ამიტომ, ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ამ ალიანსის ძალის გამოყენება მოკავშირეების გაერთიანებისთვის, კიდევ ბევრ მაგალითს მოგვცემს“, - ტქვა სტოლტენბერგმა.
ამასთან, მისი თქმით, მეტი ინვესტიციის ვლდებულება აისახება გადაწყვეტილებაში, რაც ამ კვირაში ნატო-ს სამიტზე იქნება მითებული. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატო-ს ყველა მოკავშირე ხელს მოაწერს თავდაცვის ინდუსტრიულ ახალ ვალდებულებას და ეს იქნება ბალდებულება, რომელიც ხელს შეუწყობს ევროპას და ჩრდილოეთ ამერიკას, გახდეს უფრო ძლიერი, ინოვაციური და მასშტაბური წარმოების უნარიანი.
„ამ ვალდებულების პირველი ელემენტია თავდაცვის ხარჯების გაზრდა. უკრაინის ომმა აჩვენა არა მხოლოდ ის, რომ მარაგი ძალიან მცირეა, არამედ სერიოზული ხარვეზები ჩვენს თავსებადობაში. ამის ყველაზე ცნობილი მაგალითია ნიდერლანდურ-გერმანული ბრიგადა, სადაც მთელი არსი ისაა, რომ ამ ბრიგადას ერთად უნდა შეეძლოს ოპერირება, მაგრამ რეალობა არის ის, რომ საბრძოლო მასალას, რომელიც ჰოლანდიელებს აქვთ, ვერ გამოიყენებენ გერმანულ ჰაუბიცებში და პირიქით. ეს არის ურთიერთგამომრიცხავი. ეს არის ის, რასაც ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ როგორც მთავრობა და როგორც ინდუსტრია“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.