"ქართული ოცნების" წევრი ნინო წილოსანი აცხადებს, რომ წვრთნების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება თავად შეერთებულ შტატებსაც აზიანებს.
ეს წვრთნები ყოველთვის კეთდებოდა ორმხრივი ინტერესების ფარგლებში და ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება მეორე მხარესაც საკმაოდ აზიანებს, მაგრამ რეალობა ის არის, რომ ეს პერიოდი არის რაღაც გარკვეული მოცემულობების გადააზრების საშუალება და დრო და როგორც ჩვენი მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, ჩვენ რა თქმა უნდა, ველოდებით პარტნიორებისგან, რომ ჩვენი ურთიერთობების დარესტარტება ანუ ახლებურად, გაცილებით უკეთესი მოცემულობებით და პირობებით დაიწყება, - ამბობს წილოსანი.