ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აშშ-ს მიერ სამხედრო წრთვნების „ღირსეული პარტნიორის“ გაურკვეველი ვადით გადადებას გამოეხმაურა.
გიგა ბოკერიას თქმით, ეს არის კიდევ ერთი დასტური იმ კატასტროფისა, რომელიც მოაქვს ივანიშვილის რეჟიმს საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის.
„აქ მარტო წრთვნებზე არ არის საუბარი, წრთვნები იმ პროცესის ნაწილია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ჩვენ გვჭირდება ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ზრდა, ასევე გვჭირდება ალიანსი თავისუფალ სამყაროსთან, პირველ რიგში, შეერთებულ შტატებთან და ნატოში გაწევრიანება, რათა დაცული ვიყოთ რუსული საფრთხისგან.
ამ რეჟიმის ნაბიჯები ამის საპირისპიროა, იზოლაციაში გვახვედრებს და მარტოებს გვტოვებს რუსული საფრთხის წინაშე. ომისა და საფრთხის მთავარი პარტია არის ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც დაპირისპირებულია საკუთარ ხალხთან და თავისუფალ სამყაროსთან, რითიც საქართველოს უზარმაზარი საფრთხე ექმნება“ - თქვა გიგა ბოკერიამ.