"ლელოს" ლიდერის ბადრი ჯაფარიძოს განცახდებით, პენტაგონის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად აშშ საქართელოში სამხედრო წვრთნებს განუსაზღვრელი ვადით აჩერებს, იძულებითი გადაწყვეტილებაა „ქართული ოცნების“ მხრიდან გადადგმული აგრესიული ნაბიჯების გამო.
მისი თქმით, ვიდრე ხელისუფლებაში "ქართული ოცნებაა", აშშ იძლებულია, მსგავის გადაწყვეტილებები მიიღოს.
„აშშ-ს გადაწყვეტილება არის იძულებითი გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ მხრიდან გადადგმული აგრესიული ნაბიჯების გამო აშშ-ს მიმართ, იმ განცხადებების გამო, რომელიც გააკეთა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, როდესაც ჩვენი მეგობარი ქვეყანა დაადაშანაულა იმის ნაცვლად, რომ დაადანაშაულოს რეალური აგრესორი. ამიტომ, ცხადია, რომ სანამ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, აშშ იძულებულია გადადგას ისეთი ნაბიჯები, როგორიც მაგალითად, გამოიხატა ამ პროგრამის შეჩერებაში, - ტვ პირველის ცნობით, განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.