პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ბექა ლილუაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ გაურკვეველი ვადით გადადებას ეხმიანება.
მისი თქმით, ვიდრე „ქართული ოცნება“ ქვეყნის რუსული წესებით მართვას არ შეწყვეტს, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა არ დალაგდება.
„სამწუხაროდ, "ქართული ოცნება" ახლა ბორგავს. მე არ ვიცი, რატომ არ ჰქონდათ მოლოდინი და რატომ არ აქვთ მოლოდინი იმისა რომ როდესაც სტრატეგიულ მეგობარს პოლიტიკურ ცეცხლს გაუხსნი, შექმნი სპეციალურ განაყოფს პარლამენტში "ხალხის ძალის" სახით, რომლის ერთადერთი მიზანი არის გლობალური ომის პარტიად ამერიკის გამოცხადება და მასონური ლოჟის ინტერესების ლობირება საქართველოს წინააღმდეგ. როდესაც ხელისუფლება აშორებს ქვეყანას სტრატეგიულ პარტნიორებს მისი ხალხის საერთო ინტერესებისგან და მიერეკება იზოლაციისკენ, ცხადია, ამას ექნება შედეგები და სამწუხაროდ, მათ შორის, ასეთი შედეგებიც კი", - ამბობს ლილუაშვილი.