ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას სამხედრო წვრთნების გაურკვეველი ვადით შეჩერების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანიგაუგებარს" უწოდებს.
ჩიქოვანის თქმით, საქართველოსა და შტატების თავდაცვის დეპარტამენტს შორის გარკვეული სახის თანამშრომლობა არსებობს, რაც აუცილებლად გაგრძელდება.
ჩვენთვის გაუგებარია გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება "ღირსეული პარტნიორის" გაურკვეველი ვადით გადადებას. მეორეს მხრივ, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა თანამშრომლობის ფორმატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის, სადაც ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ, ვთანამშრომლობთ და ეს თანამშრომლობა გრძელდება. საერთაშორისო სწავლებები, რომლებში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ქვედანაყოფები, არის სასარგებლო ღონისძიება როგორც ქართული თავდაცვის ძალებისთვის, ასევე ამერიკის შეიარაღებული ძალებისთვის, ასევე ყველა იმ სახელმწიფოს წარმომადგენლისთვის, რომელიც წვრთნებში მონაწილეობს. აქედან გამომდინარე ჩვენ ვაგრძელებთ და ვემზადებით წვრთნებისთვის, რომლებიც დაგეგმილი გვაქვს 2024 წელს", - თქვა ჩიქოვანმა.
შეგახსნებთ, აშშ-მა საქართველოში სამხედრო წვრთნები "ღირსეული პარტნიორი", რომელიც 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე უნდა გამართულიყო, განუსაზღვრელი ვადით გადადო.