[საქართველოს ხელისუფლებამ ვერ გაიგო, სად არიან მისი მეგობრები და სად არიან მისი მტრები", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
ის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2024"-ის განუსაზღვრელი ვადით შეჩერებას გამოეხმაურა.
„ეს არის ძალიან დამაზიანებელი ამ ქვეყნისთვის, შეიძლება იყოს იმავე დონის დაზიანება, როგორც არის რუსული კანონი ჩვენი ევროპული გზისთვის. ეს არის ასეთივე დაზიანება ჩვენი ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობისთვის, რომელიც ჩვენი თავდაცვისთვის და ყველაფრისთვის, რაც აქამდე შენდებოდა ჩვენ ჯართან ამ დახმარებით და იმითი, ეს ყველაფერი არის უკვე ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ. და ეს მხოლოდ იმიტომ რომ ხელისუფლება ვერ მიხვდა და ვერ გაიგო, თუ სად არიან მისი მეგობრები, სად არიან მისი მტრები და რა უნდა გაკეთდეს და სად არის მშვიდობა ამ ქვეყნის. მშვიდობა ამ ქვეყნის ვერ იქნება ვერც იზოლაციაში და ვერც ჩვენი პატნიორების გარეშე როცა დავრჩებით და არ გვექნება არც ერთი რესურსი, რომ ჩვენი ჯარი გავაძლიეროთ იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს დაცული. იმისთვის კი არა, რომ რაღაცა მოგონილი ფრონტები... დავიწყოთ დაცვა არის მზადებაში და ეს მზადება დღეს არის საფრთხის ქვეშ, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.