თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სამხედრო წვრთნების გადადება "ქართული ოცნების" ანტიდასავლური რიტორიკის შედეგია.
„თავის დროზე, როდესაც სახელი ირჩეოდა, სწორედ "ღირსეული პარტნიორის" სახელი შეირჩა, რადგან საქართველო იყო სანდო და ღირსეული პარტნიორი. ამით ხაზგასმა უნდოდათ, მათ შორის, სპეციფიკურად კარგი ურთიერთობების, რომელიც ქართულ-ამერიკულ სამხედრო თანამშრომლობაში არსებობდა. დღეს "ქართული ოცნების" რიტორიკის, გადაწყვეტილებების, პოზიციონირებიდან გამომდინარე, ეს ურთიერთობა საერთოდ აღარ არის პარტნიორობა. როდესაც სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჩამოდის და ღიად პრესკონფერენციაზე გეუბნება, რომ იქნებ ჩამოყალიბდეთ, შტატები თქვენი პარტნიორია, თუ მოწინააღმდეგე, ეს ნიშნავს, რომ ეს პარტნიორობა კითხვის ნიშნების ქვეშ დადგა. ირაკლი კობახიძე დილიდან საღამომდე ამბობს, რომ უნდა გადაისინჯოს პარტნიორობა. სასიამოვნოა, რომ თავდაცვის მინისტრი მიხვდა, რომ ეს ყველაფერი დასანანია, მაგრამ სამწუხაროა, რომ ის არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ აქამდე არ მისულიყო ქვეყანა. თუმცა მას გასულ წელს რუსული კანონისთვის აქვს ხმა მიცემული, ამიტომ ეს არ უნდა დაგვავიწყდეს", - განუცხადა ხიდაშელმა ტვ პირველს.