დღეს გამოცხადდა არჩევნების შედეგები ბრიტანეთში, გაიმარჯვა ლეიბორისტულმა პარტიამ. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კაცობრიობის მომავალი არის დემოკრატიული სოციალიზმი და არა ოლიგარქიული დემოკრატია, - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა TV პირველის ეთერში განაცხადა.
„მოვიდა სტარმერი {ბრიტანეთის ახალი პრემიერი} დღეს მივულოცეთ და განადგურდა კონსერვატიული პარტია. განადგურდა იმიტომ, რომ პრემიერი იყო იქაური ოლიგარქი, მილიარდერი, ბანკირი, სიმამრიც მილიარდერი ჰყავს, აზიური წარმოშობის, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. ამ ოლიგარქმა გაანადგურა ჩერჩილის პარტია, ისტორიული კონსერვატიული პარტია და 650 ადგილიდან ლეიბორისტებმა აიღეს 410 ადგილი.
დემოკრატიული სოციალიზმი, რაც არის საქართველოს გადარჩენა, შეუძლია დაამყაროს მხოლოდ ლეიბორისტულ პარტიას, ისევე, როგორც ბრიტანეთში ლეიბორისტებს შეუძლიათ სოციალური სფეროს რეგულირება ისე, რომ არ დაუშვან ოლიგაქრის მიერ ეროვნული სიმდიდრის მითვისება. ეს არის მსოფლიო კანონი, ეს არ არის ჩემი მოგონილი სისტემა“, - განაცხადა ნათელაშვილმა.