უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტს ეხმიანება.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ ვიზიტის გადაწყვეტილება უნგრულმა მხარემ მიიღო უკრაინასთან შეთანხმებისა და კოორდინაციის გარეშე.
„შეგახსენებთ, რომ ჩვენი სახელმწიფოსთვის პრინციპი „არავითარი შეთანხმება უკრაინაზე უკრაინის გარეშე“ რჩება ურყევი და მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს მკაცრად დაიცვას ის“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
სამინისტროში აღნიშნავემ, რომ სამართლიანი მშვიდობის აღდგენის ერთადერთი რეალისტური გზა რჩება „მშვიდობის ფორმულა“.
„როგორც შვეიცარიაში გამართულმა მშვიდობის პირველმა გლობალურმა სამიტმა, რომელშიც უნგრეთმაც მიიღო მონაწილეობა, აჩვენა, ასზე მეტი სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაცია იზიარებს მშვიდობის ხედვას, რომელიც დაფუძნებულია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და გაეროს ქარტიის პატივისცემაზე“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ვიქტორ ორბანი მოსკოვში დღეს ჩავიდა, სადაც ვლადიმირ პუტინს შეხვდა.