მინდა, გამოვხატო ჩვენი დიდი პატივისცემა ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც ძალიან გვერდით დაუდგა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, – ამის შესახებ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში, საპატრიარქო რეზიდენციაში,
„ყველა გამოვხატავთ უდიდეს პატივისცემას და სიხარულს ჩვენი ეროვნული ნაკრების წარმატებასთან დაკავშირებით. უპრეცედენტო შემთხვევა იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე და უპრეცედენტო შემთხვევა იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სპეციალური მიმართვა ეროვნული ნაკრებისადმი. ჯერ მაშინ, როდესაც მოიპოვეს ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება და შემდეგ ესპანეთთან მატჩის შემდგომ პატრიარქი გამოეხმაურა თქვენს უდიდეს წარმატებას. საქართველოს ეროვნული ნაკრების უდიდეს წარმატებას ასევე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი, რომელმაც აღნიშნა, რომ გვჭირდება სიამაყის განცდა და თუ საქართველო ამ დღეების განმავლობაში განიცდიდა დიდ სიხარულსა და სიამაყეს, ეს ჩვენი ნაკრების წარმატების გამო. მე მინდა, ყველას მოგმართოთ დიდი პატივისცემით. საქართველოს უწმინდესი არის განმსჭვალული თქვენდამი პატივისცემით, თქვენი დამსახურებითა და აღიარებით, საქართველოს პატრიარქთან ერთად ჩვენ ყველანი ვართ გამსჭვალული თქვენდამი უდიდესი პატივისცემით. ჩვენი შეხვედრა არის ძალიან დიდ სიხარულთან დაკავშირებული. მინდა, ასევე გამოვხატო პატივისცემა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც ძალიან გვერდით დაუდგა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. მინდა, მის მიმართ გამოვხატო ჩვენი დიდი პატივისცემა“, – განაცხადა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
პირველი არხი