თავისუფლების მოედანზე საქართველოს ნაკრების საზეიმო დახვედრაზე გულშემატკივრებს სიტყვით საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ მიმართა.
„თქვენს გვერდით დგომას ყოველთვის ვგრძნობთ და მინდა, კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ, თქვენმა მხარდაჭერამ გაგვაძლიერა, საკუთარი თავის რწმენა და თავდაჯერება შეგვმატა.
განსაკუთრებული რამდენიმე თვე იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ბედნიერი ვარ, რომ ამდენ გახარებულ ადამიანს ვხედავთ. მიხარია, რომ ჩვენმა თამაშმა ასეთი ემოცია მოიტანა. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის და მინდა ვთქვა, რომ ეს არ უნდა იყოს რაიმეს დასასრული, არამედ ეს უნდა გახდეს დიდი საქმის დასაწყისი“, - თქვა გურამ კაშიამ.