მართლაც საამაყო ნაკრებია, ჰქონდეთ ჩვენი იმედი, კიდევ ძალიან ბევრ გამარჯვებას მივაღწევთ ერთად, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზუვზივაძემ პატარა გულშემატკივრებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ფეხბურთი ასე უყვართ, გულშემატკივრობენ ეროვნულ ნაკრებს და ვიმედოვნებ, რომ მათგანაც ბევრი ითამაშებს ნაკრებში. ძალიან ემოციური ნამდვილად, იმიტომ, რომ ერთი წლის წინ წარმოუდგენელი იყო, რომ ასე ვინმე დაგხვედროდა კორპუსში და შენი ნახვა სდომებოდა.
მადლობა გულშემატკივარს, ძალიან დიდი მხარდაჭერა იგრძნობოდა როგორც გერმანიაში, ისე აქ. იამაყონ ამ ნაკრებით, მართლაც საამაყო ნაკრებია, ჰქონდეთ ჩვენი იმედი, კიდევ ძლიან ბევრ გამარჯვებას მივაღწევთ ერთად.
ქართულ ფეხბურთს აქვს უკვე ორი 26 – 26 მარტი და 26 ივნისი,“ - თქვა ბუდუ ზივზივაძემ.
მისი თქმით, ღირსების ორდენებით ფეხბურთელები დღეს დაჯილდოვდებიან.
„ვიცოდით, გამოაცხადა მთავრობამ, რომ დავჯილდოვდებოდით ღირსების ორდენით ყველა ფეხბურთელი, რა თქმა უნდა, ძლიან მნიშვნელოვანია ასეთი პრიზები თითოეული ქართველისთვის და ჩვენც რა თქმა უნდა, ბედნიერები ვართ, რომ ეს დღეს მოხდება, როგორც ვიცი, ინფორმაცია მაქვს, რომ დღეს გადმოგვცემენ,“ - უთხრა ბუდუმ ჟურნალისტებს.