ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა დღეს გადაწყვიტა დაჯილდოება ნაკრების და იმედი მაქვს, რომ მას ხელი არ შეეშლება, - ამის შესახებ ეკა ბესელიამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა.
„გეგმავდა, რომ ყოფილიყო სექტემბერში და ძალიან ლოგიკურია და სიმბოლურია, რომ დღეს მოხდება ეს. ოღონდ არ ვიცი, როგორ მიეცემა ამის საშუალება, ვიცი, რომ პრეზიდენტს აქვს სურვილი, რომ ეს დაჯილდოება დღეს შედგეს. ვისურვებ, რომ დიდი სიხარული არაფრით არ გაფერმკრთალდეს.
ჩეხეთთან თამაშს ერთად ვუყურეთ და ვუყურებდი, როგორი საოცარი ემოციები, საოცრად ემოციური იყო თამაშის დროს, ისეთი ჩართული იყო, ყველა თამაშზე იყო ჩეხეთთან თამაშის გარდა.
ასე, რომ მე მინდა დღეს, რუსთაველზე, სადაც მინდა, რომ ვუყურო ამ ზეიმს, იყოს სახალხო ზეიმი, ყოველგვარი დაყოფის, განსხვავების მიუხედავად, ყველაფერზე მაღლა დგას სიხარული. არაფერი ისე არ უხდებოდა ჩვენს ნაკრებს, როგორც "სამშობლო ჩემო".
მგონია, რომ ვიხილავთ დაჯილდოების ცერემონიალს და არ მგონია, რომ ვინმემ თავს მისცეს იმის უფლება, რომ ხელი შეუშალოს პრეზიდენტს, გადასცეს ჯილდო ნაკრებს,“ - ამბობს ბესელია.