აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა და მას საშიში პრეცედენტი უწოდა. იუწყება Reuters
თეთრი სახლის მკაფიო, ზომიერ განცხადებაში ბაიდენმა თქვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ტრამპი სავარაუდოდ, სასამართლოს წინაშე 5 ნოემბრის არჩევნებამდე არ წარდგება
და აღნიშნა, რომ ამან შესაძლოა აშშ-ის პრეზიდენტები მეფეებად აქციოს.
„ამერიკაში მეფეები არ არიან. თითოეული ჩვენგანი თანასწორია კანონის წინაშე. არავინ, არავინ დგას კანონზე მაღლა, არც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ საპრეზიდენტო იმუნიტეტთან დაკავშირებით სიტუაცია ძირეულად შეცვალა. პრაქტიკული თვალსაზრისით, პრეზიდენტის უფლებამოსილებას არ აქვს შეზღუდვა. ეს ფუნდამენტურად ახალი პრინციპი და საშიში პრეცედენტია, რადგან ოფისის ძალაუფლება აღარ იქნება შეზღუდული კანონით, მათ შორის, არც აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ“, – თქვა ბაიდენმა თეთრ სახლში.
ამერიკის უზენაესმა სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს ოფიციალურ ქმედებებზე სისხლის სამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტი მიანიჭა. იმუნიტეტი ვრცელდება ყველა იმ ოფიციალურ ქმედებაზე, რომელიც ტრამპის პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის დროს განხორციელდა. თუმცა იმუნიტეტი არ ვრცელდება არაოფიციალურ, პირადი ხასიათის ქმედებებზე.