1-ელ ივლისს, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეუძლია ჰქონდეს იმუნიტეტი სისხლის სამართლებრივი დევნისგან, ზოგიერთ ქმედებაზე, რომელიც მან პრეზიდენტობის ბოლო დღეებში განახორციელა. იუწყება CNN
„პრეზიდენტი ვერ ისარგებლებს იმუნიტეტით არაოფიციალურ ქმედებებზე და ყველაფერი, რასაც პრეზიდენტი აკეთებს, ოფიციალურ ქმედებას არ წარმოადგენს. პრეზიდენტი კანონზე მაღლა არ დგას“, – განაცხადა უზენაესი სასამართლოს მთავარმა მოსამართლემ, ჯონ რობერტსმა.
შეგახსენებთ, თებერვალში ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ტრამპს არ აქვს იმუნიტეტი დევნისგან იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც ჩადენილი იყო 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მიზნით მისი პრეზიდენტობის დროს.
უზენაესი სასამართლოს დადგენილებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებს მოუწევთ, თავად გამიჯნონ პრეზიდენტის ოფიციალური და არაოფიციალური ქმედებები.