საქართველოს ნაკრების და “ლევანტეს” ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი იტალიური კლუბების, რომის “ლაციოს” და “ტორინოს” ინტერესის სფეროში მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა La Stampa ავრცელებს.
წყაროს თანახმად, ლაციო დაინტერესებულია 25 წლის ქართველი ნახევარმცველით, რომელმაც ევრო 2024-ზე თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა. რაც მნიშვნელოვანია, ქოჩორაშვილის სატრანსფერო ღირებულება ძალიან დაბალია, რაც ორივე კლუბისთვის მიმზიდველი გარემოებაა. ჯერჯერობით, დეტალები უცნობია.
იტალიელები წერენ, რომ “ლაციოს’ ქოჩორაშვილის ხელში ჩასაგდებად ბრძოლა “ტორინოსთან” მოუწევს, რომელიც ასევე დაინტერესდა. აღსანიშნავია, ტურინელთა რიგებში ერთი ქართველი უკვე ირიცხება - საბა საზონოვი.
გიორგი ქოჩორაშვილს საქართველოს ნაკრებში 12 მატჩი აქვს ჩატარებული, მან ევრო 2024-ზე ერთი საგოლე პასი მიითვალა. გიორგიმ ლევანტესთან კონტრაქტი ცოტა ხნის წინ 2027 წლამდე გააფორმა, თუმცა, რეალური ინტერესის შემთხვევაში ესპანური კლუბი მას სხვა კლუბში წასვლაში ხელს არ შეუშლის.
europop