ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ამბობს, რომ თუ დღეს საქართველოს ნაკრები ესპანეთის ნაკრებს დაამარცხებს, რამდენიმე პირობას შეასრულებს. მათ შორის, გოცირიძის თქმით, ის პარლამენტის ტრიბუნიდან ცნობილი ესპანელი მომღერლის სიმღერას შეასრულებს.
ამის შესახებ დეპუტატმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში თქვა.
პარლამენტში არსებული პრორუსული პარტიიდან ერთ-ერთს, „ხალხის ძალას“ რომ ეძახიან, ერთი თის განმავლობაში არ დავუძახებ პუტინისტურ პარტიას. მეორე - იმედის 8 საათიან გადაცემას ვუყურებ ასევე ერთი კვირის განმავლობში. მესამე - პარლამენტის ფოიეში დავუკრავ როიალზე, რომელიც იქ არ დგას და რომლის დადგმასაც უკვე მეოთხე წელიწადია მოითხოვს ერთ-ერთი ქალბატონი, მუსიკოსი, დეპუტატი და ბოლოს, მეოთხე, მთავარი - პარლამენტის ტრიბუნიდან ვიმღერებ ჩემს ბავშვობაში პოპულარული ესპანელი მომღერლის რაფაელის სიმღერას“, - ამბობს რომან გოცირიძე.
საქართველო-ესპანეთის მატჩი დღეს კიოლნის სტადონზე თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.