კობახიძეს, რომელიც წარმოადგენს რუსეთს, რატომ უნდა მოვუსმინოთ? რა შეიძლება მე მას ვკითხო? როდის დადო ხელშეკრულება რუსეთთან, მათი ინტერესების დასაცავად ჩვენს ქვეყანაში?" - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა პრემიერის ანგარიშთან წარდგენაზე საუბრისას განაცხადა,
„ჩვენ ამოვწურეთ ყველანაირი რესურსი, რომ რუსული უმრავლესობის პირობებში საქართველოს პარლამენტში ქართველი ხალხისთვის რაიმე შედეგს მივაღწიოთ. რუსული კანონის მიღებით საბოლოოდ გაფორმდა რუსული რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში და რუსული რეჟიმის პირობებში პარლამენტში საქმიანობას აზრი არ აქვს. კობახიძეს, რომელიც წარმოადგენს რუსეთს და არა საქართველოს და ქართველ ხალხს, რატომ უნდა მოვუსმინოთ? რა შეიძლება მე მას ვკითხო? როდის დადო ხელშეკრულება რუსეთთან, მათი ინტერესების დასაცავად ჩვენს ქვეყანაში?"- თქვა სალომე სამადაშვილმა.
ირაკლი კობახიძე პრემიერის რანგში პირველ ანგარიშს საკანონმდებლო ორგანოში პარასკევს წარადგენს.