25 ნოემბერს საქართველოს პროფგაერთიანების ქალთა ქსელი სახალხო დამცველის ოფისში სპეციალურ ტრეინინგს მართავს. ტრეინინგი სხვადასხვა საკითხს მოიცავს, მათ შორის, დედობის უფლების დაცვა და შრომის კოდექსის დისკრიმინაციული ხასიათი გენდერულ ჭრილში. ღირსეული შრომის სტანდარტების დამკვვიდრება, შრომის დადცვა, ქალი და ჯანმრთელობა, დევნილთა საკითხი და ჯანმრთელობა.
ტრეინინგის დასრულების შემდეგ ქალთა ქსელის წევრები პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ და 17:00 საათზე აქციას გამართავენ. აქციის მთავარი მოთხოვნა შრომით ბაზარზე არსებული დარღვევების აღმოფხვრა იქნება.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 25 ნოემბერს, 16-დღიანი აქცია იწყება.