დეზინფორმაცია ისეთი უნდა, ევროპარლამენტმა რომ იკადრა ოთხ რეზოლუციაში" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელის განცხადებასთან დაკავშირებით თქვა.
პაპუაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც "ქართული ოცნების" დეპუტატებს, ბორელის განცხადება შეახსენა.
"თქვენ საქართველოს პარლამენტის წევრი ხართ, თქვენ არ ხართ არცერთი უცხოელი პოლიტიკოსის პრესსპიკერი.
დღეს 4 წუთი დაკარგეთ და საუბრობთ უცხოეთზე.
დეზინფორმაცია ისეთი უნდა, ევროპარლამენტმა რომ იკადრა ოთხ რეზოლუციაში.
ხმა ამოიღეთ მაშინ, როცა საქართველოს შესახებ ტყუილს ამბობდა ევროკავშირის ერთ-ერთი სტრუქტურა, ევროპარლამენტი", - თქვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა: „ჩვენ მაღალჩინოსანთა მხრიდან მოვისმინეთ, რომ ეს კანონი აახლოებს ევროკავშირთან. მინდა, ვიყო ძალიან მკაფიო – არა, არა, ეს კანონი და მის გარშემო არსებული უარყოფითი განვითარება აშორებს საქართველოს ევროკავშირს. მეტად მკაფიო ვერ ვიქნები. ეს აშორებს საქართველოს ევროკავშირისგან“.