ჯოზეფ ბორელის განცხადებაში იკვეთება ერთი ნათელი მესიჯი, რომ ივანიშვილის და მისი ბანდის დარჩენა ხელისუფლებაში უდრის ყველა დასავლური კარის დაკეტვას საქართველოს მოქალაქეებისთვის, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
„ბატონი ბორელის და სხვა ჩვენი დასავლელი პარტნიორების განცხადებაში იკვეთება ერთი ნათელი მესიჯი, რომ ივანიშვილის და მისი ბანდის დარჩენა ხელისუფლებაში ოქტომბრის არჩევნების შემდგომ უდრის ყველა დასავლური კარის დაკეტვას და არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუციებისთვის და არა კონკრეტული საჯარო მოხელეებისთვის, არამედ მთლიანად საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და ჩვენ არა მხოლოდ მომავლის პერსპექტივა დაგვეკარგება ევროპული, არამედ რაც აწმყოში გვაქვს და რაც წარსულში მიგვიღია, რა სარგებელიც გვქონია და რა დასავლური სიკეთითაც გვისარგებლია, მათ შორის ვიზალიბერალიზაციით, თავისუფალი ვაჭრობით, ყველა ეს სიკეთე იქნება წართმეული ივანიშვილის და მისი რუსული ბანდის წყალობით.“- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა