ამ უმაღლეს პოლიტიკურ შეხვედრაზეც სამწუხაროდ, განხილული იქნება ის ზომები, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ივანიშვილს და მის ბანდას, არამედ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.
ფავლენიშვილის თქმით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მიქალაქეებმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უნდა გაისტუმროს.
„ამ უმაღლეს პოლიტიკურ შეხვედრაზეც სამწუხაროდ განხილული იქნება ის ზომები, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ივანიშვილს და მის ბანდას, არამედ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და თითოეული საქართველოს მოქალაქის კეთილდღეობას. სამწუხაროა, რომ ივანიშვილის და მისი ბანდის ქმედებების გამო განიხილება ისეთი ზომები, როგორიც არის ვიზალიბერალიზაციის გადახედვა, ფინანსური დახმარების გადახედვა და ყველაფერი ეს სამწუხაროდ საბოლოო ჯამში უნდა აისახოს თითოეული საქართველოს მოქალაქის ბედზე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვახდინოთ კონსოლიდირება ოქტომბრის არჩევნებისთვის და ის ბანდა, რომელიც საფრთხეს უქმნის თითოეული ჩვენგანს, გავისტუმროთ.“ - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ლუქსემბურგში დღეს, ბორელი და ევროკავშირის საგარეო მინისტრები საქართველოს საკითხზე მსჯელობენ.