საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 22 ივნისს ევრო 2024-ის მეორე ტურის შეხვედრაში ჩეხეთთან 1:1 ითამაშა და პირველი ქულა მოიპოვა
საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა მატჩის განმავლობაში მეტოქეთა დარტყმული ბურთი 11-ჯერ მოიგერია, ის უეფა-მ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
მამარდაშვილმა ჩეხეთთან თამაშის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა:
„პირველი ისტორიული ქულა ევროპის ჩემპიონატზე. ეს ჩვენი გუნდისა და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა და ჩემთვის დიდი პატივია ამ ისტორიულ მომენტში მონაწილეობა, როგორც მატჩის MVP.
მადლობა გულშემატკივრებს იმ მხარდაჭერისთვის, რაც სტადიონზე და მის გარეთ ხდებოდა! ეს მხოლოდ დასაწყისია. ერთად ყველაფერს შევძლებთ“.
ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშს საქართველო 26 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.