როდესაც ხელისუფლება ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს, ელჩებმა უნდა გააკეთონ პრინციპული არჩევანი - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
“ისინი არ არიან ხელისუფლების ელჩები. ისინი არიან საქართველოს წარმომადგენლები სხვა სახელმწიფოებში და მათ უნდა გაატარონ საქართველოს ინტერესები. და როდესაც აშკარაა, რომ ხელისუფლება, რომელიც ელჩებს დავალებებს აძლევს და ეს ასეა ყველა ქვეყანაში, ეს ხელისუფლება აღარ გამოხატავს ქართველი ხალხის ინტერესებს და ქვეყანა იცვლის საგარეო კურსს, ელჩებმა უნდა გააკეთონ პრინციპული არჩევანი", - განაცხადა ანა ანცვლიშვილმა "პირველებთან".
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ საქართველოს ელჩებს მიმართა: „ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა“.