საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ჰამბურგში 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება და ამ შეხვედრამ, შესაძლოა, შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობაც გაარკვიოს.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეხეთთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
“გუნდმა კარგად დაისვენა, მხოლოდ კიტეიშვილი არ არის მზად. რაც შეეხება მოლოდინს, შედეგზე ვართ პასუხისმგებელი. ეს იქნება განსხვავებული, სხვა პროფილის შეხვედრა. ჩეხეთის ნაკრები ძალიან გამოცდილია, სხვა სტილით თამაშობს და მარტივი არ იქნება მათთან თამაში. ძალიან ძლიერი ნაკრებია, საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით ჩაატარა და მეტოქეს პატივი უნდა ვცეთ. თურქეთთან თამაშამდე კონცენტრირებულები ვიყავით საკუთარ თავზე და არა მეტოქეზე, ასე იქნება ახლაც, მთავარი იქნება ჩვენი თამაში. ჩვენს მეტოქეებს, რა თქმა უნდა, ვაკვირდებით, ბევრი ვიცით ჩეხეთის შესახებ, ვიცით მათი ძლიერი და სუსტი მხარეები, მაგრამ ყოველი მატჩი განსხვავებულია. როგორც ხშირად ვამბობ, საქართველოს ნაკრებისთვის პრობლემა არ არის მეტოქე, არამედ ჩვენი დისციპლინა. თუ დისციპლინერებულ ფეხბურთს ვთამაშობთ, მაშინ კარგი თამაში გამოგვდის.”
სანიომა ნაკრების შემადგენლობაზეც ისაუბრა. მისი თქმით იქნება ცვლილებები.
“შემადგენლობის შესახებ, ამ ეტაპზე, ვერაფერს ვერ გეტყვით. ზოგჯერ, ცვლილების გაკეთება და ახალი ენერგიის შემოტანა საჭიროა. უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი და გავხდეთ უკეთესები, რომ მომავალში უფრო მეტს მივაღწიოთ. თუ მხოლოდ 11 ფეხბურთელს იყენებ, ეს არ არის დადებითი. ვფიქრობ, იქნება რაღაც ცვლილებები, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით,” - განაცხადა სანიოლმა.
europop
ფოტო" ეროვნული ნაკრები