ხუთი წელი გავიდა იმ დღიდან, რაც კრემლის საამებლად ქართველ ახალგაზრდებს თვალები დასთხარეს. ყოველ 20 ივნისს უნდა შევიკრიბოთ რუსთაველის გამზირზე, რათა ვერავინ ამ ქვეყანაში ვეღარ გაბედოს ოკუპანტის საამებლად ქართველი პატრიოტების დასახიჩრება, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მომავალ არჩევნებზე მათ შორის ეს საკითხიც გადაწყდება.
“ხუთი წელი გავიდა იმ დღიდან, რაც კრემლის საამებლად ქართველ ახალგაზრდებს, მშვიდობიან დემონსტრანტებს დასთხარეს თვალები, დაასახიჩრეს და ეს ხდებოდა გამიზნულად საათების მანძილზე. ჩვენ ყოველ 20 ივნისს უნდა შევიკრიბოთ რუსთაველის გამზირზე, რადგან ვერავინ ამ ქვეყანაში ვეღარ უნდა გაბედოს ოკუპანტის საამებლად პატრიოტი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დასახიჩრება და მათი ცხოვრების გაუბედურება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მათ შორის მომავალ არჩევნებზე ეს საკითხიც გადაწყდება - გაბედავენ თუ არა მსგავსი ტიპის დანაშაულის ჩადენას მომავალში ის ხელისუფლებები, რომლებიც ჩვენ გვეყოლება.” - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.